TBC · ოთხი სახლის ამბავი

საგანძურის მარათონი

არაოფიციალური დიზაინის კონცეპტი · ორიგინალი კამპანია ეკუთვნის თიბისი ბანკს — tbcbank.ge

01 · სისხლი

აირჩიე შენი სახლი

სანამ გზას დაადგები — აირჩიე, ვისი სისხლი გდის

ცარიელი მედალიონი — დასარტყმელად მზად

მედალიონი ჯერ ცარიელია

02 · სახლი

საუკუნეების განმავლობაში, ზღაპრულ სამეფოს ოთხი დიდი და დიდებული საგვარეულო (სახლი) ერთობლივად მართავდა.

ლაბადა კედელზე შენი ფერისაა

04 · შიკრიკი

შუაღამისას კარზე დააკაკუნეს. კაკუნი ერთხელ გაისმა. კარს მიღმა არავინ იდგა — მხოლოდ წერილი, შენი საგვარეულოს ბეჭდით დალუქული.

ბეჭედი შენია. ხელწერა — არა.

05 · გამგზავრებამარტო, ღამით
06 · საჭურჭლე
დნობილი ოქროს ბეჭედი — იხევსხელი იწვდება
დაიჭირე
და გასწიე
09 · განაჩენი

დილით ოთხივე სახლი შეიკრიბა. ოთხივემ ერთი და იგივე თქვა:„ჩვენ არა."

და ოთხივემ ერთი და იგივე იფიქრა — მაშინ ვინ?წასვლა არავის მოუთხოვია. უბრალოდ, დარჩენას აზრი აღარ ჰქონდა.

სამეფოში ბალანსის აღსადგენად და საკუთარი ძალაუფლების დასამტკიცებლად, ოთხივე საგვარეულო ოქროს მონეტების საძიებლად გაემართა.

10 · პირველი მონეტა
პირველი მონეტა გზის მტვერში

პირველი მონეტა გზაზე იდო. არავის დაუცავს, არავის დაუმალავს.

ასე იწყება ყველა მარათონი — ადვილად.

11 · ხიდი

ხიდზე ბაჟია. ჯიბეში ცამეტი მონეტა გაქვს.

გვერდით — ორი დღის სავალი შემოვლა, უფასო.

12 · ბაზარი

ბაზარში კაცი რუკას ჰყიდის. ამბობს, მონეტების გროვას აჩვენებს.

ხუთი მონეტა. რუკა ძველია. კაცი — ვინ იცის.

13 · ზამთარი

პირველი თოვლი მოვიდა. ფარდულში ღამე ოთხი მონეტა ღირს.

გარეთ — უფასოა, და ცივა.

14 · ქისა

ბილიკზე ქისა გდია. შიგნით შვიდი მონეტაა —

და ერთი სახელი: სხვა სახლის ბეჭედი.

16 · ოთხი ჰორიზონტი

ერთი მათგანი შენია

ოთხი სახლიერთი საგანძური

თითოეულს თავისი სიმართლე

ხარჯიანი

HOUSE KHARJIANI

ცხოვრება ერთხელ გვეძლევა

საგვარეულო, რომელსაც უყვარს მოქმედება, ცხოვრებით ტკბობა და ენერგიული აქტივობა. ისინი არ ერიდებიან რესურსების გაცემას მიზნების მისაღწევად.

ანაბარიძე

HOUSE ANABARIDZE

მომავალი იგება დღეს

წინდახედული, სტრატეგიული და დამზოგველი სახლი. მათი დევიზია რესურსების სწორად გადანაწილება და მომავლის დაზღვევა.

დოვლათია

HOUSE DOVLATIA

იღბალი მამაცებს ერგებათ

საგვარეულო, რომელიც ორიენტირებულია სიმდიდრის მოზიდვაზე, იღბალსა და დიდებაზე.

ბარათიშვილი

HOUSE BARATISHVILI

წესრიგი ძველი დიდებიდან

ტრადიციული, მტკიცე და გავლენიანი საგვარეულო, რომელიც სამეფოს ძველ დიდებასა და წესრიგს იცავს.

17 · ფასი

ყველა სათნოებას აქვს ფასი

როცა ბოლომდე მიჰყვები.

  • ხარჯიანი

    ცხოვრება ერთხელ გვეძლევა

    და ზამთარი ყოველწლიურად მოდის

  • ანაბარიძე

    მომავალი იგება დღეს

    ზოგჯერ იმდენ ხანს იგება, რომ დღე აღარ რჩება

  • დოვლათია

    იღბალი მამაცებს ერგებათ

    მამაცებს — და მათაც, ვისაც ხელახლა სცადეს

  • ბარათიშვილი

    წესრიგი ძველი დიდებიდან

    ძველი წესრიგი ახალ გზას ვერ ხედავს

არც ერთი მათგანი არ არის სწორი პასუხი. სწორედ ამიტომ არის არჩევანი.

19 · დაბრუნება

საჭურჭლისკენ დაბრუნდი და რაც შეაგროვე, ქვაზე დააწყვე.

გროვა პატარაა. საგანძური არ აღდგება.

მაგრამ ეს გროვა შენი გზაა — თითო მონეტა ერთი გადაწყვეტილებაა, რომელიც შენ მიიღე.

საგანძური არასდროს ყოფილა ოქრო.
ის იყო წესი, რომლითაც ოქროს ეპყრობი.

წერილი არავის გამოუგზავნია. ბეჭედი შენი იყო — ხელწერა კი არა.

შენ რომელსახლს ეკუთვნი?

ოთხივე სახლი ერთმანეთს ეჯიბრება

ყველაზე მეტი მონეტა — ლიდერობა

სამეფოს მთავარი ჯილდოები

ახლა ოთხივე სახლი ერთმანეთს ეჯიბრება, რათა შეაგროვონ ყველაზე მეტი გაბნეული მონეტა, მოიპოვონ ლიდერობა და დაეუფლონ სამეფოს მთავარ ჯილდოებს. გსურთ გაიგოთ რომელი საგვარეულო ლიდერობს, ან გაიაროთ ფინანსური ქვიზი და მიხვდეთ, თქვენ რომელ ოჯახს მიეკუთვნებით?

  • ხარჯიანი

  • ანაბარიძე

  • დოვლათია

  • ბარათიშვილი

[Placeholder data — ლიდერბორდი რეალურ დროში განახლდება]